Next-ის დოსიე

News

საერთო სივრცეების მომსახურების პირობები

ხელმოწერა იძულებით მოითხოვეს, მაგრამ არ არის ხელმოწერილი.

ორიგინალი (ქართული, ინგლისური): PDF

ქ. ბათუმი 01.08.2025

ერთი მხრივ, შპს „ნექსთ ვაით“ (ს/კ: 445539855) დირექტორის კობა დევაძის (პ/ნ 61001063803) სახით, (შემდგომში წოდებული "გამყიდველი"/მმართველი კომპანია“) და მეორე მხრივ, ფიზიკური პირი ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირა (პირადი/პასპორტის ნომერი: YE528452; დაბადების თარიღი: 02/12/1988) (შემდგომში წოდებული"მყიდველი"/ "მესაკუთრე"), ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ზოგადი დებულებები

1.1. შპს „ნექსთ ვაით“-ის მიერ ქ. ბათუმში მამულაძის ქ. N27-ში, აშენებულია მრავალბინიანი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი (შემდგომში ,,საცხოვრებელი კომპლექსი“). შენობა-ნაგებობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის, მაცხოვრებელების და სტუმრების შეუფერხებელი და კომფორტული განთავსებისათვის, აუცილებლობას წარმოადგენს „საცხოვრებელ სახლში“ მოწყობილი ინფრასტრუქტურის, ექსტერიერის და ინტერიერის, სხვა საერთო ქონების მუდმივი მოვლა-პატრონობა.

1.2. როგორც ეს გათვალისწინებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა (მოვლა-პატრონობის) და განვითარებისთვის აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით ,,მმართველ კომპანიას“ და „აპარტამენტის მესაკუთრეს“ შორის ურთიერთობები რეგულირდება „საერთო სივრცეების მომსახურების პირობებით“ (შემდგომში „შეთანხმება“).

1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს უძრავი ქონების ხელშეკრულების თანმდევ ვალდებულებებს სრული პერიოდის განმავლობაში.

1.4. „აპარტამენტის მესაკუთრე“ საკუთარი „აპარტამენტის“ ფართობის ოდენობის გათვალისწინებით, სხვა მესაკუთრეებთან ერთად, ფინანსურად მონაწილეობს „საცხოვრებელი სახლის“ მიერ საერთო სივრცეების მომსახურებაში.

1.5. ამ პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილობა, შეწყვეტა, დარღვევა, სხვა ნებისმიერი მოთხოვნა/სამართლებლივი შედეგი გავლენას არ მოახდენს „აპარტამენტის“ ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედებაზე.

1.6. „მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია ერთპიროვნულად დაამტკიცოს საცხოვრებელ სახლში მომსახურების პირობები/რეგლამენტი, მათ შორის პირთა ქცევის წესები და რეგულაციები, რომლებიც დაარეგულირებენ „საცხოვრებელ სახლში“ განთავსებული პირების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, უზრუნველყოფენ „საცხოვრებელ სახლში“ პირთა მიმოსვლის, მიმღებთან ურთიერთობის, ტექნიკური და სარემონტო მომსახურების, ლიფტების ექსპლუატაციის, პარკირების, ნაგვისა და ნარჩენების გადაყრის, ხმაურის, სადეზინფექციო, სახანძრო უსაფთხოების, და „საცხოვრებელი სახლის“ გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს, აგრეთვე ამ წესების შეუსრულებლობიდან გამომდინარე სანქციებს. დაუშვებელია „მმართველი კომპანიის“ მიერ ისეთი წესების დაწესება, რაც გამოიწვევს „აპარტამენტების“ მესაკუთრეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებას ან დისკრიმინაციას. აღნიშნული წესები და რეგულაციები „აპარტამენტის“ მესაკუთრეს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აგრეთვე განთავსდება „საცხოვრებელი სახლის“ ჰოლში თვალსაჩინო ადგილას.

2. მომსახურების ფასი და გადახდის პირობები

2.1. საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, ექსპლუატაციის (მოვლა-პატრონობის) და „საცხოვრებელი სახლის“ ინფრასტრუქტურის მომსახურების სანაცვლოდ „აპარტამენტის მესაკუთრის“ მიერ „მმართველი კომპანიის“ ასანაზღაურებელი ყოველთვიური საფასური ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონებისთვის შეადგენს:

1 აშშ დოლარს 1 კვ.მ.-ზე, დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდის ვალდებულება აითვლება მმართველი კომპანიის მიერ ფაქტობრივად მომსახურების გაწევის მომენტიდან, რის შესახებაც მყიდველს წერილობით ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

2.2. „ნასყიდობის ფასი“-ს გადახდა მოხდება ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ექვივალენტი კურსით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ანგარიშსწორება ხდება უცხო ქვეყნიდან.

2.3. „აპარტამენტის მესაკუთრე“ ვალდებულია მომსახურების ანაზღაურება სრულად განახორციელოს კალენდარულ თვეში ერთხელ, არაუგვიანეს მიმდინარე თვის ბოლო რიცხვისა. ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია, როგორც უნაღდო წესით, „მმართველი კომპანიის'' შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

GE37TB7047536120100047(EUR)

GE37TB7047536120100047(USD)

GE55TB7047536020100095 (GEL),

მიმღები: შპს „ნექსთ ჰოსფითალითი“

გადარიცხვის გზით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ,,მმართველი კომპანიის“ მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2.4. „აპარტამენტის მესაკუთრე“ უფლებამოსილია ამ პირობებით გათვალისწინებული მომსახურების თანხა „მმართველ კომპანიას“ აუნაზღაუროს „მართვის ხელშეკრულების“ საფუძველზე კუთვნილი შემოსავლებიდან. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ წარმოადგენს ორივე ხსენებული ხელშეკრულების მხარეს, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ „მართვის ხელშეკრულების“ შესაბამისად კონკრეტულ თვეში „მყიდველი“-ს მიერ მისაღები თანხა აღემატება წინამდებარე „შეთანხმების“ შესაბამისად გადასახდელ მომსახურების თანხას იმავე თვეში.

2.5. ყოველი თვის დასაწყისში გამყიდველი მყიდველს ელ.ფოსტაზე წერილობითი ფორმით შეატყობინებს არსებული მიმდინარე დავალიანების შესახებ ინფორმაციას.

2.6. „მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით.

2.7. "მმართველ კომპანიას“ უფლება აქვს წინამდებარე შეთანხმების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა შეცვალოს (შეამციროს ან გაზარდოს) საქართველოს შესაბამისი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კომერციული მდგომარეობიდან გამომდინარე, წინამდებარე შეთანხმების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობის არაუმეტეს 50 %-ით. "მმართველი კომპანიის" მიერ საფასურის ცვლილება დასაბუთებული იქნება წერილობითი ფორმით.

3. მომსახურებით გათვალისწინებული სერვისები

3.1. საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მართვის, ექსპლუატაციისა (მოვლა-პატრონობის) და განვითარებისთვის აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით „მმართველი კომპანია“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საერთო სივრცეების მომსახურების ფარგლებში განახორციელოს შემდეგი მომსახურებები:

ა) საერთო სივრცეების განათება;

ბ) ადმინისტრატორით მომსახურება;

გ) საერთო სივრცეების (მათ შორის ეზოს) დალაგება-დასუფთავება;

დ) საერთო საკომუნიკაციო ქსელის (წყლის ძრავების), საკანალიზაციო კომუნიკაციის ექსპლუატაცია;

ე) ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ექპლუატაცია. მხარეები თანხმდებიან, რომ სისტემა მოახდენს მხოლოდ ვიდეოკამერების გამოსახულების ჩაწერას პერიმეტრის ტერიტორიაზე, შესაბამისად, სისტემა არ გულისხმობს მეთვალყურეობას;

ვ) დაცვის საგანგაშო ღილაკით მომსახურება ადმინისტრატორის მართვაში;

ზ) საბარათე ან სხვა სისტემით მოქმედი ლიფტის ექსპლუატაცია.

3.2. საერთო სივრცეების და ქონების მოვლა „მმართველ კომპანიას“ უფლებას ანიჭებს „აპარტამენტის მესაკუთრის“ წინასწარი ან/და შემდგომი თანხმობის გარეშე:

ა) თავად განსაზღვროს ამ შეთანხმების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ბ) გამოიყენოს საერთო ქონება „საცხოვრებელი სახლის“ და საკუთარი ან სხვა საქმიანობის რეკლამირებისთვის და/ან ზოგადად სარეკლამო საქმიანობისათვის.

გ) საერთო ქონების ცალკეული ნაწილები სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასცეს მესამე პირებზე სარგებლობის უფლებით.

დ) მესამე პირებს მისცეს უფლება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ან უამისოდ საერთო ქონებაში განათავსონ ნივთები;

ე) საერთო ქონების გამოყენებით მესამე პირს გაუწიოს მომსახურება;

ვ) „საცხოვრებელი სახლის“ ფუნქციონირებისათვის გათვალისწინებული სერვისების გამოყენებით მესამე პირს გაუწიოს დამატებითი მომსახურება;

ზ) გამოიყენოს საერთო ქონება და/ან „საცხოვრებელი სახლის“ ფუნქციონირებისათვის გათვალისწინებული სერვისები ყველა სხვა ეკონომიკური საქმიანობისათვის;

3.3. „აპარტამენტის მესაკუთრეს“ უფლება არა აქვს გადააკეთოს „საცხოვრებელი სახლის“ ფასადი, საერთო სივრცეების ინტერიერი, შეცვალოს დამონტაჟებული მოწყობილობები, ინვენტარი, მათ შორის „აპარტამენტის“ შესასვლელი კარის დიზაინი.

4. შეტყობინებები, კომუნიკაცია, ინფორმირება

4.1. მხარეებს შორის ოფიციალური შეტყობინებები შესაძლებელია განხორციელდეს წერილობით, ტელეფონით, ელ. ფოსტით ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. შეტყობინება ძალაშია მას შემდეგ რაც მეორე მხარე დადასტურებულად მიიღებს მას. მხარისთვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. წერილობით გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.

4.2. შეტყობინება, რომლებიც მიღებულია უქმე დღეს ან სამუშაო დღის 16.00 საათის შემდეგ, ჩაითვლება მიღებულად შემდეგ სამუშაო დღეს.

5. ვალდებულებათა დარღვევა

5.1. „აპარტამენტის მესაკუთრე“-ს ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „მმართველი კომპანიის“ სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის პირგასამტეხლოები:

ა) წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის 0,1 (ერთი მეათედი) % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საერთო საკუთრებაში არსებული ქონების წინამდებარე პირობების 3.2. პუნქტის შესაბამისად გამოყენების ხელშეშლის შემთხვევაში – 10 (ათი) ლარი ხელშეშლის ყოველ დღეზე;

გ) წინამდებარე პირობების ცალმხრივად შეწყვეტის (ან მოშლის) შესახებ „მმართველი კომპანიისთვის“ შეტყობინების შემთხვევაში (მიუხედავად იმისა „მმართველი კომპანია“ ეთანხმება თუ არა პირობების მოშლას) დააკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

5.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პირობებით გათვალისწინებული ვადამოსული დავალიანებების/ პირგასამტეხლოს გადახდამდე „აპარტამენტის მესაკუთრეზე“ არ გავრცელდება ის უპირატესობები, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე პირობებით. შესაბამისად, „აპარტამენტის მესაკუთრე“ ვალდებულია ითმინოს ის შესაძლო დისკომფორტი, რაც გამოწვეული იქნება ამ პროცესზე თანმდევად. აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება საცხოვრებელ სახლში არსებული ლიფტით სარგებლობას, საცხოვრებელი სახლში მომუშავე ადმინისტრატორის და უსაფრთხოების სამსახურის მომსახურებას და მისთ.

5.3. „მმართველ კომპანიას“ „მესაკუთრის“ სასარგებლოდ ეკისრება შემდეგი პირგასამტეხლოები: საერთო საკუთრებაში არსებული ქონების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრივი გამოყენების პირობების დარღვევის შემთხვევაში – 10 (ათი) ლარი ხელშეშლის ყოველ დღეზე;

5.4. პირგასამტეხლოს გადახდა დამრღვევ მხარეს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან, თუ პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო ან სხვაგვარად არაჯეროვანი შესრულების გამო, ასევე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.

5.5. თუ პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შე-უსრულებლობისათვის, შეთანხმების კრედიტორ მხარეს უფლება აქვს უშუალოდ ან მესამე (სხვა) პირთა მეშვეობით თვითონ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელსაც ითვალისწინებდა დამრღვევი მხარის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და დამრღვევ მხარეს მოსთხოვოს საამისოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია (დასაშვებია) ვალდებულების კრედიტორი მხარის მიერ უშუალოდ ან მესამე (სხვა) პირთა მეშვეობით შესრულება.

5.6. წინამდებარე პირობების საფუძველზე კრედიტორი მხარე უფლებამოსილია და არა ვალდებული, მოვალე მხარისაგან მოითხოვოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, კრედიტორი მხარის მიერ მოვალე მხარისაგან პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასტურდება მისი წერილობითი ფორმით მოთხოვნით, სხვა შემთხვევაში ივარაუდება, რომ კრედიტორ მხარეს მოვალე მხარისაგან არ მოუთხოვია და არ მიუღია წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

5.7. ვინაიდან ამ მოქმედებით დაირღვევა საცხოვრებელი სახლის არქიტექტორული სახე, არც ერთ „აპარტამენტის მესაკუთრეს“ უფლება არ აქვს საცხოვრებელი სახლის ფასადზე განათავსოს საინფორმაციო დაფა, რაც დაკავშირებულია „აპარტამენტის“ გაყიდვასთან, გაქირავებასთან, ან სხვა ბიზნეს/სოციალური აქტივობასთან დაკავშირებულ რეკლამასთან და ა.შ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის ყოველ შემთხვევაზე „მმართველ კომპანიას“ უფლება აქვს დააკისროს „აპარტამენტის მესაკუთრეს“ პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველი განთავსების შემთხვევაზე. პირგასამტეხლოს დაკისრება არ ათავისუფლებს „აპარტამენტის მესაკუთრეს“ საინფორმაციო დაფის დადგენილი წესის საწინააღმდეგო ქმედების შეჩერებისგან. იმ შემთხვევაში თუ „აპარტამენტის მესაკუთრე“ გააჭიანურებს დადგენილი წესის საწინააღმდეგო ქმედების შეჩერებას და გადააცილებს ამისათვის დასაშვებ გონივრულ ვადას, „მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია თავად განახორციელოს ეს მოქმედება.

5.8. იმ შემთხვევაში თუ „აპარტამენტის მესაკუთრე“ უხეშად არღვევს ამ პირობებით გათვალისწინებულ პირობებს, „მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია მის მიმართ ინდივიდუალურად შეაჩეროს მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ასევე დროებით გათიშოს „აპარტამენტზე“ მიბმული ინფრასტრუქტურული და სერვისებთან დაკავშირებული სისტემები. დაუშვებელია აღნიშნული სანქციის იმაზე მეტხანს გამოყენება, ვიდრე „აპარტამენტის მესაკუთრე“ არ შეაჩერებს დადგენილი წესების საწინააღმდეგო მოქმედებებს.

5.9. იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველს“ ეკისრება პირგასამტეხლო ან/და აქვს დავალიანება ამ „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად, „გამყიდველი“ უფლებამოსილია, „მყიდველი“-ს დამატებითი თანხმობის გარეშე, მოახდინოს „მართვის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე შესაბამისი თანხების დაკავება / გაქვითვა. ამრიგად, შესაბამისი თანხით შემცირდება „მართვის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ის გადასახადები, რომლის გადახდა ეკისრება „გამყიდველს“, როგორც „მმართველ კომპანია“-ს.

6. შეთანხმების მოქმედების ვადა

6.1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს უვადოდ.

6.2. ვინაიდან საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, ექსპლუატაციის (მოვლა-პატრონობის) და საცხოვრებელი სახლის სერვისების განვითარებასთან დაკავ-შირებული მომსახურების შესახებ პირობები შეთანხმებულია და ხელმოწერილია ყველა უძრავი ქონების

6.3. წინამდებარე მომსახურების პირობები შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს) მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, ადგილი ჰქონდა თუ არა პირობების რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ცალკეული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას. იმ შემთხვევაში თუ მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიერ დარღვეულია წინამდებარე პირობების რომელიმე მუხლი, აღნიშნული მხარე უფლებამოსილია პირობების ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გარეშე მოითხოვოს მეორე მხარისაგან ამ ვალდებლების შესრულება.

6.4. წინამდებარე მომსახურების „პირობები“ შეიძლება შეწყდეს „გამყიდველის“/"მმართველი კომპანიის“ მიერ „მყიდველისთვის“ 30 დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, ადგილი ჰქონდა თუ არა პირობების რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ცალკეული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას.

7. დავათა გადაწყვეტა

7.1. მხარეები, წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე, ყოველგვარ სადაო საკითხს წყვეტენ ურთიერთშეთანხმების გზით.

7.2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს უძრავი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.

7.3. სასამართლოში სადაო საკითხის განხილვისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.

8. შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

8.1. თუ წინამდებარე პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე პირობებში შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეების მიერ ორმხრივი, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/ და დამატება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საჭიროებისას სათანადო წესით დადასტურებისთანავე.

9. შეთანხმების სხვა პირობები

9.1. ამ მომსახურების „პირობებთან“ დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან საკითხი „მხარეებს“ შორის იგზავნება წერილობითი ფორმით. „მხარე“, რომელიც აგზავნის შეტყობინებას, ვალდებულია წინასწარ გაუგზავნოს მეორე „მხარეს“ შეტყობინება ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით „მხარის“ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე „ხელშეკრულებაში“. ამ „ხელშეკრულების“ მიზნებისთვის, „მხარეები“ პასუხისმგებლები არიან ერთმანეთს მიაწოდონ განახლებული საკონტაქტო ინფორმაცია. ამ „ხელშეკრულების“ მიზნებისთვის, შეტყობინება, რომელიც „მხარისთვის“ ბოლოს ცნობილ მისამართზე გაიგზავნა, ითვლება სათანადოდ ჩაბარებულად, ხოლო მეორე „მხარეზე“ გადადის საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შეუტყობინებლობის რისკი.

9.2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ის პუნქტები, რომელიც შეთანხმების რომელიმე ერთ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას, ასეთი უფლების გამოყენება არ წარმოშობს შეთანხმების მეორე მხარის რაიმე ვალდებულებას, თუ წინამდებარე შეთანხმება პირდაპირ არ აწესებს ასეთ ვალდებულებას.

9.3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები მოცემულია მთლიანად პირობებში და სადაოობისას პირობების რომელიმე მხარეს უფლება აქვს მხარეთა უფლებების ან/და მოვალეობების განსაზღვრისას მიუთითოს მხოლოდ წინამდებარე პირობების იმ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს პირობების მხარეთა ვალდებულებებს.

9.4. „აპარტამენტის“ გასხვისების შემთხვევაში, ყოველ ახალ შემძენზე უცვლელად გადადის წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

9.5. სახელშეკრულებო ურთიერთობის გამარტივების მიზნით „მმართველ კომპანიას“ და „აპარტამენტის“ ახალ მყიდველს შორის, რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ცალკე დაიდება საერთო სივრცეების მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც დაეფუძნება იგივე პირობებს, რაც მითითებულია წინამდებარე პირობებში.

9.6. პირობებით გათვალისწინებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე შეთანხმებით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით, რაც ნიშნავს, რომ სადაოობისას არცერთ მხარეს უფლება არ აქვს მიუთითოს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხსენებული სამართლებრივი აქტების ან მისი ცალკეული ნორმისა თუ დებულების თაობაზე.

9.7. გარდა იმ ტერმინებისა, რაც განმარტებულია ამ „შეთანხმება“-ში, ბრჭყალებში მოცემულ ტერმინებს აქვთ „მხარეთა“ შორის დადებული უძრავი ქონების („აპარტამენტი“-ს) ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

9.8. ამ „შეთანხმების“ რომელიმე ნაწილის ან დებულების ბათილობა ან კანონთან წინააღმდეგობა გავლენას არ მოახდენს როგორც „შეთანხმების“ ცალკეული დებულებების, ისე სრულად „შეთანხმების“ კანონიერებაზე ან ნამდვილობაზე. გარდა ამისა, „შეთანხმების“ უწყვეტობის მიზნით, „მხარეები“ თანხმობას აცხადებენ, მიმართონ ყველა ზომას, რათა შეთანხმდნენ ბათილი დებულების ნამდვილით ჩანაცვლებაზე.

9.9. „მხარეები“ თავისუფლდებიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან ფორს-მაჟორული მდგომარეობის არსებობისას, იმავე პირობებითა და წესით, რაც გათვალისწინებულია „მხარეთა“ შორის დადებულ უძრავი ქონების („აპარტამენტი“-ს) ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

9.10. შეთანხმება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე 2 ეგზემპლარად, ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

9.11. შეთანხმება ძალაშია მისი მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.

მხარეთა ხელმოწერები:

გამყიდველი / მმართველი კომპანია

შპს „ნექსთ ვაით“ LLC "Next White »

ს/კ i/c: 445539855

ტელ/Mobile Number: +995 514 11 11 11

ელ. ფოსტა/ E-mail: White@nexthotels.ge

დირექტორი / Director - კობა დევაძე / Koba Devadze

მყიდველი/მესაკუთრე

ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირა / LUIS FERNANDO SCHULTZ XAVIER DA SILVEIRA

ტელ/Mobile number: +995 597 04 90 28

ელ. ფოსტა / E-mail: lfsxs@mailbox.org

⤒